ანგელა მერკელი ვარაუდობს, რომ მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია პუტინის გადაწყვეტილებაზე, დაეწყო ომი უკრაინაში
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისმა გადადგომამ შესაძლოა, იქონია გავლენა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის თაობაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ გამოცემა RND-სთან მერკელის ინტერვიუზე დაყრდნობით იტყობინება.
„შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო, ისევე, როგორც საფრანგეთის არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და „მინსკის შეთანხმებების“ შესრულების შეფერხებამ.
აშკარა იყო, რომ მე თანამდებობაზე აღარ ვიქნებოდი, ამიტომ უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია“, – აღნიშნა მერკელმა.