ანგელა მერკელი ნოემბერში უკრაინას ეწვევა
ანგელა მერკელი ნოემბერში უკრაინას ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ნოემბერში ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრესკლუბის ფარგლებში განაცხადა.

„შემოდგომას, ნოემბრის დასაწყისში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინაში ვიზიტით ჩამოვა. ეს წარმოადგენს კიევთან ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის განვითარებისადმი ჩვენი გერმანელი პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღების ძალიან ნათელ მტკიცებულებას“, – განაცხადა პოროშენკომ.

თავის მხრივ, გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ მერკელის ვიზიტი უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშანია.

„ეს იქნება არა მხოლოდ სოლიდარობის, არამედ პრაქტიკული მხარდაჭერის საუკეთესო გამოვლენა. გერმანია ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით უკრაინის უმსხვილესი ორმხრივი დონორია“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.