ანგელა მერკელი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება
ანგელა მერკელი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება

მოსკოვში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, პირისპირ მოლაპარაკების დაწყებამდე, ლიდერებმა პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთეს. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ არსებობს მრავალი საკითხი, რომელთა განხილვაც პირისპირ შეხვედრის ფორმატშია საჭირო. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გერმანიის კანცლერის რანგში მერკელის ბოლო სამუშაო ვიზიტია. პუტინმა გერმანია რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მოიხსენია.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, არაერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, მოსკოვი და ბერლინი საუბრობენ და კონტაქტს ინარჩუნებენ, ისევე, როგორც განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ საკითხებს. მათ შორის, ლიდერები ისაუბრებენ ავღანეთსა და ლიბიაზე.

კრემლში მისვლამდე, გერმანიის კანცლერმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. მერკელის მოსკოვში ვიზიტი დღესვე დასრულდება.