ანგელა მერკელი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საშობაოდ ოჯახის წევრების მონახულებისგან და დღესასწაული ვიდეოზარით მიულოცონ
ანგელა მერკელი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საშობაოდ ოჯახის წევრების მონახულებისგან და დღესასწაული ვიდეოზარით მიულოცონ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საშობაოდ ოჯახის წევრების მონახულებისგან და სანაცვლოდ მათ დღესასწაული ვიდეოზარის საშუალებით მიულოცონ, როგორც ამას უცხო ქვეყნების მისიაში მყოფი სამხედროები აკეთებენ.

გერმანიის კანცლერის განცხადება სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახლებიდან შორის დისლოცირებულმა ქალებმა და კაცებმა იციან, თუ რას ნიშნავს საყვარელ ადამიანებთან შეზღუდული კონტაქტი. მათ იციან, თუ რას ნიშნავს, როდესაც ერთად ყოფნის ნაცვლად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთმანეთის სკაიპით ნახვა. ის, რაც ჩვენ საშობაოდ გველოდება, ჩვეული მოვლენაა საზღვარგარეთ მისიებში მყოფი ხალხისთვის“, – განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

გერმანიაში 16 დეკმებრიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდა, რომელიც სულ მცირე 10 იანვრამდე გაგრძელდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 31 300 ადამიანს, 702 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.