ანგელა მერკელი კვლავ შეუძლოდ გახდა [ვიდეო]

ანგელა მერკელი გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს კვლავ შეუძლოდ გახდა.

შესაბამისი ვიდეო სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, რომ გერმანიის კანცლერი მოულოდნელად კანკალმა აიტანა. ერთ მომენტში ის თავის შეკავებას ცდილობს. მოგვიანებით, მერკელს წყალი მიაწოდეს, თუმცა კანცლერმა წყლის დალევაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი მერკელს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც შეემთხვა. მაშინ მერკელის ადმინისტრაციაში მომხდარის მიზეზად სიცხე და გაუწყლოვანება დაასახელეს.

ახლა კანცლერის პრესსამსახურში თქვეს, რომ მერკელი თავს კარგად გრძნობს და იაპონიაში დაგეგმილი განრიგით გაემგზავრება.