ანგელა მერკელი გერმანიის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალი კვირები პანდემიის თვალსაზრისით, სავარაუდოდ ყველაზე რთული იქნება
ანგელა მერკელი გერმანიის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალი კვირები პანდემიის თვალსაზრისით, სავარაუდოდ ყველაზე რთული იქნება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალი კვირები პანდემიის თვალსაზრისით, სავარაუდოდ ყველაზე რთული იქნება.

ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მოსახლეობას მოქმედი რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

„რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით დღეს, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ კონტროლს, მით უფრო ცოტა ხანს მოგვიწევს ცხოვრება ასეთი შეზღუდვებით“, – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ამ რთულ კვირებში კეთილგონიერება და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა სათანადო შედეგს გამოიღებს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 083 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 694-ით გაიზარდა.