ანგელა მერკელი გერმანელებს მოუწოდებს, სოციალური კონტაქტები შეზღუდონ
ანგელა მერკელი გერმანელებს მოუწოდებს, სოციალური კონტაქტები შეზღუდონ

გერმანიის კანცლერი მოუწოდეს გერმანელებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სოციალური კონტაქტები შეზღუდონ. ამის შესახებ მერკელმა სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც რისკ ჯგუფში არიან. გერმანიის კანცლერის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინისა და წამლის დამზადებას დრო დასჭირდება, ამიტომ აუცილებელია სოციალური კონტაქტების შეზღუდვა, სადაც ეს შესაძლებელია.

„თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა და კონტაქტების შემცირებით შესაძლებელია ადამიანების ინფიცირების ტემპების შენელება, რათა ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს,“ – განაცხადა მერკელმა.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, გააუქმონ მასობრივი შეკრებები და ოჯახის წევრებთან კონტაქტით შემოიფარგლონ.

„ამ გზით, ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს და სოლიდარობა გამოვხატოთ საზოგადოებისადმი,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.