ანგელა მერკელი - ევროპამ უნდა იმოქმედოს როგორც გლობალურმა მოთამაშემ და ეს მსოფლიოში სერიოზულად უნდა აღიქვან
ანგელა მერკელი - ევროპამ უნდა იმოქმედოს როგორც გლობალურმა მოთამაშემ და ეს მსოფლიოში სერიოზულად უნდა აღიქვან

ევროპამ უნდა იმოქმედოს როგორც გლობალურმა მოთამაშემ და ეს მსოფლიოში სერიოზულად უნდა აღიქვან, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სხდომაზე განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირი გერმანიისთვის გარანტორის როლს თამაშობს, რომ ქვეყნის ინტერესები და ღირებულებები მსოფლიო მასშტაბით იყოს ხელშეწყობილი.

მერკელმა ბლოკის განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა და ევროკავშირი „ჭრელ საბანს“ შეადარა.

გერმანიის კანცლერი ფიქრობს, რომ ბლოკის შიგნით თანამშრომლობის ნაკლებობაა საზღვრის უსაფრთხოების, საერთო სამხედრო და საგარეო პოლიტიკის და ერთიანი ბაზრის მიმართულებით.

ანგელა მერკელის განცხადებით, ბევრი მიმართულებით ევროპა ძალიან სუსტი და ნელია, ამიტომ საჭიროა მეტი ეკონომიკური დინამიკა და ინოვაცია.