ანგელა მერკელი - ევროპა უნდა გაერთიანდეს, რათა წინ აღუდგეს ჩინეთს, რუსეთსა და აშშ-ს
ანგელა მერკელი - ევროპა უნდა გაერთიანდეს, რათა წინ აღუდგეს ჩინეთს, რუსეთსა და აშშ-ს

ევროპა უნდა გაერთიანდეს, რათა წინ აღუდგეს ჩინეთს, რუსეთსა და აშშ-ს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უნდა გაერთიანდეს, რათა შეეწინააღმდეგოს იმ გამოწვევებს, რომელიც მას სამი გლობალური მეტოქისგან – ჩინეთისგან, რუსეთისგან და აშშ-ისგან ემუქრება.

კანცლერის თქმით, რუსეთი ცდილობს, ჩაერიოს ევროპის ქვეყნების არჩევნებში, ჩინეთი კი ევროპაზე ეკონომიკურ ზეწოლას ცდილობს, ხოლო აშშ ციფრულ სერვისებზე მონოპოლისტია.

„ეჭვი არ არის, რომ ევროპამ უნდა შეცვალოს პოზიცია ახალ სამყაროში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგის გარანტიები აღარ მოქმედებს. რუსეთი, ჩინეთი და აშშ ხშირად გვიბიძგებენ, საერთო ინტერესები ვიპოვოთ. ეს რთულია, თუ გავითვალისწინებთ ჩვენ განსხვავებულ ინტერესებს. მაგრამ ამას ხანდახან ვახერხებთ, მაგალითად უკრაინის შემთხვევაში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

დატოვე კომენტარი