ანგელა მერკელი - ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესში არსებულმა ხარვეზმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ევროპაში ვაქცინის წარმოების გაზრდა
ანგელა მერკელი - ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესში არსებულმა ხარვეზმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ევროპაში ვაქცინის წარმოების გაზრდა

ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესში არსებულმა ხარვეზმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ევროპაში ვაქცინის წარმოების გაზრდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა.

მერკელმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი გერმანიაში არც ისე სწრაფად მიდის და ამის მთავარ მიზეზად ვაქცინის მიწოდებაში არსებულ ხარვეზები დაასახელა.

„ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, რომ ბრიტანეთის საწარმოები ვაქცინის დოზებს ბრიტანეთისთვის ამზადებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ექსპორტს არ ახორციელებს და ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რისი წარმოებაც ევროპაში მოხდება“, – განაცხადა მერკელმა.

დღეს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე ვაქცინის მიწოდებაში არსებული ხარვეზები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც დაესწრება.

გერმანიაში ბოლო რამდენიმე დღეა, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 75 000 ადამიანი.

დატოვე კომენტარი