ანგელა მერკელი დონალდ ტრამპს კონგრესმენ ქალებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს
ანგელა მერკელი დონალდ ტრამპს კონგრესმენ ქალებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კონგრესმენ ქალებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

„სრულად ვემიჯნები ამ განცხადებას და სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს, რომლებსაც თავს დაესხნენ“, – განცხადა ანგელა მერკელმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერის თქმით, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ამერიკის კეთილდღეობაში. მისი თქმით, ტრამპის ეს სიტყვები ამერიკის სიძლიერეს ეწინააღმდეგება.

ანგელა მერკელამდე დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკეს.

დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დემოკრატიული პარტიის წევრი ოთხი ქალი გააკრიტიკა.

„საინტერესოა პროგრესული დემოკრატი ქალების ნახვა, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, რომელთა მთავრობები სრული კატასტროფა, საშინელება და კორუფციულია. ეს ქალები ხმამაღლა ეუბნებიან ამერიკის მოსახლეობას, როგორ უნდა მოქმედებდეს მთავრობა. რატომ არ ბრუნდებიან უკან და ეხმარებიან დანგრეული, კრიმინალური ადგილების დამაგრებაში? შემდეგ ჩამოვიდნენ და გვითხრან, როგორ შეძლეს ეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

დატოვე კომენტარი