ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი მომავალი კვირის დასაწყისში გერმანიაში ერთმანეთს შეხვდებიან

16:31, 24.06.2020

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომავალი კვირის დასაწყისში გერმანიაში ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა ევროპის ეკონომიკის აღდგენის გეგმა იქნება. ლიდერები „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე და ვირუსით გამოწვეულ საერთაშორისო პრობლემებზე ისაუბრებენ.

ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. შვედეთში, დანიაში, ავსტრიასა და ნიდერლანდებში აცხადებენ, რომ შეთავაზებული 750 მილიარდიანი ფონდი ზედმეტად დიდია და წევრმა სახელმწიფოებმა დროთა განმავლობაში თანხა ევროკავშირის ბიუჯეტში უნდა დააბრუნონ.

მსგავსი