ანგელა მერკელი - ბელარუსში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე მთიან ყარაბაღში სიტუაცია შემაშფოთებელზე მეტია
ანგელა მერკელი - ბელარუსში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე მთიან ყარაბაღში სიტუაცია შემაშფოთებელზე მეტია

ბელარუსში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში, ასევე ლიბიასა და სირიაში სიტუაცია შემაშფოთებელზე მეტია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამეტნო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ევროპის მიღმა და კონტინენტის აღმოსავლეთით არსებული მდგომარეობა აჩვენებს, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება თავისით არ მოდის. სიტუაცია ბელარუსში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში, ასევე ლიბიასა და სირიაში შემაშფოთებელზე მეტია“, – განაცხადა კანცლერმა.

ანგელა მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ერთიანობით უნდა უპასუხოს.

დატოვე კომენტარი