ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის პირობებშიც, 2021 წლის პირველ კვარტალში პანდემია არ დამარცხდება
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის პირობებშიც, 2021 წლის პირველ კვარტალში პანდემია არ დამარცხდება

ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის პირობებშიც, 2021 წლის პირველ კვარტალში პანდემია არ დამარცხდება.

გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყანა ვერ შეძლებს 2021 წლის დასაწყისში მოსახლოების დიდი ნაწილის ვაქცინით უზრუნველყოფას, შესაბამისად, მისივე განცხადებით, პანდემიის მხრივ ვითარება დიდად არ შეიცვლება.

ამის შესახებ განცხადება მერკელმა ბუნდესტაგის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. ამასთან, მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ შესაძლებელი იქნება ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირება და სკოლების გახსნა.

ამავე გამოსვლაში გერმანიის კანცლერმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას.

„ძალიან კარგი იქნება, თუ რეგიონის ადგილობრივი მთავრობები მეცნიერების რჩევას გაითვალისწინებენ და შეზღუდვები გახანგრძლივდება“, – განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ წამყვანმა მეცნიერებმა გერმანიის მთავრობას მოუწოდეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები გაამკაცრონ.