ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქების შედეგად ექვსი პირი დაიღუპა, მათ შორის ოთხი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია
ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქების შედეგად ექვსი პირი დაიღუპა, მათ შორის ოთხი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს რუსი ეროვნების 1994 წელს დაბადებული ქალი, რომელიც უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით აფეთქების მოწყობაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის სამხედრო მოსამსახურე რობერტ შაგეევი, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის საზღვაო ფლოტში გადავიდა, მანამდე კი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა და უკრაინის ერთადერთ წყალქვეშა ხომალდს, „ზაპოროჟიეს“ მეთაურობდა.
ყირიმის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოთხი და დაცვის ერთი თანამშრომლის დაღუპვის შესახებ.