ანელენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანია და ევროკავშირი არ შეიძლება, გულგრილი იყვნენ ტაივანის სრუტეში არსებული დაძაბულობის მიმართ
ანელენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანია და ევროკავშირი არ შეიძლება, გულგრილი იყვნენ ტაივანის სრუტეში არსებული დაძაბულობის მიმართ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანელენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია და ევროკავშირი არ შეიძლება, გულგრილი იყვნენ ტაივანის სრუტეში არსებული დაძაბულობის მიმართ. ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ჩინეთში განაცხადა, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ჩავიდა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, ტაივანის სრუტეში სამხედრო ესკალაცია მოვლენების ყველაზე ნეგატიური განვითარება იქნება.

„გერმანია და ევროკავშირი ეკონომიკურად მოწყვლადია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება, ვიყოთ გულგრილები ტაივანის სრუტეში დაძაბულობის მიმართ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, გლობალური ვაჭრობის 50 პროცენტი და მიკროჩიპების 70 პროცენტი ტაივანის სრუტეზე გადის და ამიტომ ევროკავშირის ეკონომიკურ ინტერესებშია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნაოსნობის თავისუფლება.