ანდრიუს კუბილიუსი - შესაქებია საქმე, რომელიც მიშელმა გააკეთა, ვიმედოვნებ, მეგობრები საქართველოში ხვდებიან, რომ მათ კრიზისში ეს არის ჩვენი უმაღლესი ჩართულობა, მოვუწოდებ მათ, ამ შესაძლებლობაში კრახი არ განიცადონ
ანდრიუს კუბილიუსი - შესაქებია საქმე, რომელიც მიშელმა გააკეთა, ვიმედოვნებ, მეგობრები საქართველოში ხვდებიან, რომ მათ კრიზისში ეს არის ჩვენი უმაღლესი ჩართულობა, მოვუწოდებ მათ, ამ შესაძლებლობაში კრახი არ განიცადონ

ძალიან რთულია საქართველოს ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში ყურება, რადგან ეს არის დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და არაპოლიტიზირებულ სამართალს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ მიულოცა საქართველოს 8 მარტის შეთანხმება, თუმცა ერთი წლის შემდეგ, დღეს ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით უფრო რთული სიტუაციაა.

ამასთან, კუბილიუსმა აღნიშნა, რომ მიესალმება შარლ მიშელის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და იმედოვნებს, მეგობრები საქართველოში ხვდებიან, რომ კრიზისში ეს არის მათი უმაღლესი ჩართულობა.

კუბილიუსმა სიტყვის დასაწყისში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვის დროს შუქის ჩაქრობის საკითხზე იხუმრა.

„ვეცდები, არ დავიწყო სერიოზული განცხადებით, რომ ჩემი მოხსნება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმდენად მნიშვნელოვანია, ვიღაც ცდილობდა ჩემი სიგნალის ჩახშობას. ჩვენ ეს კრიზისი აღმოვფხვერით და იმედი მაქვს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც დავძლევთ.

ძალიან რთულია საქართველოს ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში ყურება, რადგან ეს არის დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და არაპოლიტიზირებულ სამართალს. ერთი წლის წინ გულწრფელად მივულოცე 8 მარტის შეთანხმება და იმედი მქონდა, რომ დემოკრატია ნორმალურ ყოფას დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო იმაზე რთულ, უარეს სიტუაციაშია, ვიდრე იყო. არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო საქართველოს პოლიტიკურ თამაშებში, სადაც ერთმანეთს ადანაშუალებენ. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ მოქცევა ნამდვილი ევროპელებივით, რომლებიც ისწრაფვიან, ევროპული საზოგადოების წევრი გახნდნენ. გამოვიყენებ შესაძლებლობას და შევაქებ იმ საქმეს, რომელიც შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები საქართველოში ხვდებიან, რომ ეს არის მათ კრიზისში ჩვენი უმაღლესი ჩართულობა და მოვუწოდებ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, კრახი არ განიცადონ ამ შესაძლებლობაში“, – აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.