ანდრიუს კუბილიუსი - მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის, ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება
ანდრიუს კუბილიუსი - მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის, ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ეხმაურება.

მისი თქმით, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის.

„საქართველო არის გზაჯვარედინზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობა საფრთხის ქვეშაა. ყველა – მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის. ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველა მათგანს ეკისრება“, – წერს კუბილიუსი.