ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთს შემდგომი აგრესიული ქმედებების დაგეგმვას გაუადვილებს

13:52, 27.04.2025

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთს შემდგომი აგრესიული ქმედებების დაგეგმვას გაუადვილებს. ამის შესახებ კუბილიუსმა სოციალურ ქსელ იქსში დაწერა.

მისი თქმით, რუსეთს ეშინია, რომ უკრაინას ნატო დაიცავს შემდგომი აგრესიისგან და სწორედ ამიტომ ითხოვს კიევისგან უარის თქმას ალიანსში გაწევრიანებაზე.

„არა ნატო-ს“ უკრაინისთვის გაუადვილებს რუსეთს შემდგომი აგრესიის დაგეგმვას“, – წერს ევროკომისარი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის მიზეზი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა იყო.

 

მსგავსი