ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ „დიდმა შვიდეულმა“ უნდა გაუგზავნოს მარტივი და მკაფიო გზავნილი ვლადიმერ პუტინს
ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ „დიდმა შვიდეულმა“ უნდა გაუგზავნოს მარტივი და მკაფიო გზავნილი ვლადიმერ პუტინს

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ „დიდმა შვიდეულმა“ უნდა გაუგზავნოს მარტივი და მკაფიო გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. კერძოდ, კუბილიუსის აზრით, „დიდმა შვიდეულმა“ უნდა აცნობოს რუსეთის ლიდერს, რომ მას სულ უფრო ძვირი დაუჯდება დემოკრატიის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოება.

შესაბამისი განცხადება ანდრიუს კუბიულიუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა, სადაც „დიდი შვიდეულისა“ და აშშ-ევროკავშირის სამიტებისადმი მომზადების საკითხები განიხილებოდა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი არის კარგი შესაძლებლობა, რათა შევთანხმდეთ მკაფიო საერთო გზავნილებზე პრეზიდენტ პუტინისადმი იმ იმედით, რომ პრეზიდენტ ბაიდენი ამ გზავნილებს პირდაპირ მიაწვდის პრეზიდენტ პუტინს. „დიდი შვიდეულის“ გზავნილი პრეზიდენტ პუტინისადმი უნდა იყოს ძალიან მარტივი და ცხადი: ხელები შორს ბელარუსისგან, ხელები შორს უკრაინისგან, ხელები შორს ნავალნისგან და სხვა აქტივისტებისგან რუსეთში. პრეზიდენტ პუტინმა უნდა მიიღოს მკაფიო გზავნილი, რომ მას სულ უფრო ძვირი დაუჯდება, თუ ის ეცდება დემოკრატიის წინააღმდეგ შიდა და საგარეო აგრესიული ომის პოლიტიკის გაგრძელებას და გააგრძელებს ლუკაშენკოს ავტოკრატიის მხარდაჭერას. ეს არის ის, რასაც ელოდება „დიდი შვიდეულისგან რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოსახლეობა“, – განაცხადა კუბილიუსმა.