ანდრია ჯაღმაიძე - საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები
ანდრია ჯაღმაიძე - საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიის ნაწილია.

„მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, თავი შესწირა იმ მიზანს, რაც ქვეყნის დაცვას ეხებოდა, ამიტომ ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც იომა, იბრძოლა. პაპებს, დიდ პაპებს და მნიშვნელოვანია ეს ხსოვნა, რადგან ეს არის ჩვენი ისტორია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.