ანდრეს კარასკო „დინამო თბილისს“ აღარ გაწვრთნის - მისი შემცვლელის ვინაობა მალე დასახელდება #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, ანდრეს კარასკომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„თბილისის „დინამო“ მადლობას უხდის ანდრესს პირველ გუნდსა და აკადემიაში გაწეული სამსახურისთვის, მას მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს. დედაქალაქური კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს კარასკოს მიერ მოხდა „დინამოს“ ახალგახსნილი აკადემიის სამწვრთნელო ფილოსოფიის დაგეგმარება და მისივე დამსახურებით არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა დინამოელთა პირველ გუნდში.