ანდრეს ინიესტა, შეიძლება, „ინტერ მაიამიში“ მესისა და ბუსკეტსს შეუერთდეს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ლეგენდა ანდრეს ინიესტა, შესაძლოა, „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი გახდეს, – იტყობინება ვებგვერდი Rac1.
წყაროს ცნობით, 39 წლის ესპანელს, რომელიც იაპონური „ვისელ კობედან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, წინადადება აქვს „ინტერ მაიამისგან“ და საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბისგან. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი ამერიკულ კლუბში გადასვლისკენ იხრება.
MLS-ის კლუბში ინიესტა, შესაძლოა, შეუერთდეს „ბარსელონაში“ თავის ყოფილ პარტნიორებს – ლიონელ მესისა და სერხიო ბუსკეტსს.