ანდრეი სიბიგა – უსმანოვისა და ფრიდმანის სანქცირებულთა სიიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია, მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო, რაც სურდა

23:14, 22.09.2026

უსმანოვისა და ფრიდმანის სანქცირებულთა სიიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ახლა ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა: დაუსჯელობის გრძნობა, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება.

„თუმცა, მოსკოვში დაწყებული ზეიმის ჩაშლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, ახლავე გამოაცხადონ, რომ ამ ორი პირის წინააღმდეგ საკუთარ ეროვნულ სანქციებს დააწესებენ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო. უსმანოვის სიიდან ამოღებას საფრანგეთი ითხოვდა, რაც პარიზს აზერბაიჯანის ციხიდან საფრანგეთის ორი მოქალაქის გასათავისუფლებად სჭირდება. მიხაილ ფრიდმანის სიიდან ამოღებას კი სლოვაკეთი მოითხოვდა.

ამასთან, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, ლატვიაში განაცხადეს, რომ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ ეროვნულ სანქციებს დააწესებენ.

მსგავსი