ანდრეი სიბიგა - უკრაინისა და რუსეთის შემდეგი შეხვედრა რომ არსებითი, შინაარსიანი იყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია, უკრაინამ რუსეთის მემორანდუმი წინასწარ მიიღოს
ანდრეი სიბიგა - უკრაინისა და რუსეთის შემდეგი შეხვედრა რომ არსებითი, შინაარსიანი იყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია, უკრაინამ რუსეთის მემორანდუმი წინასწარ მიიღოს

იმისთვის, რომ შემდეგი შეხვედრა იყოს არსებითი და შინაარსიანი, მნიშვნელოვანია, უკრაინამ რუსეთის მემორანდუმი წინასწარ მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კიევში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდნთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიბიგას თქმით, უკრაინამ რუსულ მხარეს უკვე გადასცა სამშვიდობო ძალისხმევის თვისი ხედვა.

„უკრაინამ, სტამბოლში გამართული წინა შეხვედრის შედეგების საფუძველზე, უკვე წარუდგინა რუსულ მხარეს მომდევნო ნაბიჯების თავისი ხედვა, სამშვიდობო ძალისხმევის თვისი ხედვა, კერძოდ, მომავალი ცეცხლის შეწყვეტის პარამეტრებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ველოდებით მემორანდუმს რუსული მხარისგან. ჩვენ მას წინასწარ ველოდებით. იმისთვის, რომ შემდეგი შეხვედრა იყოს არსებითი და შინაარსიანი, მნიშვნელოვანია, მივიღოთ დოკუმენტი წინასწარ, რათა მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციას ჰქონდეს შესაბამისი პოზიციების განხილვის უფლებამოსილება“, – განაცხადა სიბიგამ.

როგორც ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, უკრაინის პოზიციაა, რომ მუშაობა უნდა დაიწყოს პრეზიდენტების დონეზე შეხვედრის ფორმატზე, დროსა და ადგილის განსაზღვრაზე.

სიბიგას თქმით, უკრაინა მიესელამება, თუ პრეზიდეტების დონეზე შეხვედრა დონალდ ტრამპის მონაწილეობით გაიმართება.

ამასთან, ანდრეი სიბიგამ ანაცხადა, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზება.

„ჩვენ მივიღეთ აშშ-ის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის, ზავთან დაკავშირებით, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტას, რაც გზას გაუხსნის მომდევნო, უფრო ფართო მოლაპარაკებებს“, – განაცხადა სიბიგამ.