ანდრეი სიბიგა - უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს სჭირდებათ პირისპირ შეხვედრა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში დარჩენილი ყველაზე რთული საკითხები მოაგვარონ
ანდრეი სიბიგა - უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს სჭირდებათ პირისპირ შეხვედრა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში დარჩენილი ყველაზე რთული საკითხები მოაგვარონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს პირისპირ შეხვედრა სჭირდებათ, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში დარჩენილი ყველაზე რთული საკითხები მოაგვარონ. ამის შესაახებ ანდრეი სიბიგამ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სიბიგას თქმით, უკრაინას სურს, დააჩქაროს ძალისხმევა ოთხწლიანი ომის დასასრულებლად და ისარგებლოს აშშ-ის შუამავლობით წარმართული მოლაპარაკებების დინამიკით, ვიდრე ამოქმედდება სხვა ფაქტორები, როგორიცაა ნოემბერში აშშ-ის შუალედური არჩევნების კამპანია.

„მხოლოდ ტრამპს შეუძლია ომის შეჩერება“, – განაცხადა მინისტრმა. სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში რამდენიმე საკითხი რჩება გადაუწყვეტელი. „ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე რთული, რომლებიც ლიდერების დონეზე უნდა მოგვარდეს“, – თქვა მან.

„როიტერი“ წერს, რომ ტერიტორიულ საკითხებზე რუსეთისა და უკრაინის ხედვა ერთმანეთისგან განსხვავდება. რუსეთი ინარჩუნებს მოთხოვნას, უკრაინამ დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში დარჩენილი 20% დათმოს, რასაც კიევში მტკიცედ უარყოფენ. შემდეგი არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც უკრაინას სურს, საკუთარი კონტროლის ქვეშ დაიბრუნოს.