ანდრეი სიბიგა – უკრაინელმა ხალხმა და პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვეს, დანებებოდნენ პუტინის ზეწოლას, უკრაინას დანებებას ვერავინ აიძულებს, დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას
უკრაინელმა ხალხმა და პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვეს, დანებებოდნენ პუტინის ზეწოლა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიბიგა აღნიშნავს, უკრაინას დანებებას ვერავინ აიძულებს და ისინი არსებობის უფლებას დაიცავენ.
„უკრაინამ გაუძლო ყველაზე საშინელ სამხედრო თავდასხმას თანამედროვე ევროპის ისტორიაში და სრულმასშტაბიანი ომის სამ წელს. უკრაინელმა ხალხმა და პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვეს დანებებოდნენ პუტინის ზეწოლას. ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებებას. ჩვენ დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას“, – წერს ანდრეი სიბიგა.
Ukraine withstood the most horrific military attack in Europe’s modern history and three years of a total war.
The Ukrainian people and their President @ZelenskyyUa refused to give in to Putin’s pressure.
Nobody can force Ukraine to give up. We will defend our right to exist.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) February 19, 2025