ანდრეი სიბიგა - უკრაინას სურს, რომ ევროპამ შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთთან ერთმანეთის აეროპორტებზე თავდასხმების შეწყვეტის მიზნით
ანდრეი სიბიგა - უკრაინას სურს, რომ ევროპამ შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთთან ერთმანეთის აეროპორტებზე თავდასხმების შეწყვეტის მიზნით

უკრაინას სურს, რომ ევროპამ შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთთან ერთმანეთის აეროპორტებზე თავდასხმების შეწყვეტის მიზნით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სავარაუდოდ, გვჭირდება ევროპის ახალი როლი ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევაში, შეიძლება, ვეცადოთ, მივაღწიოთ აეროპორტებზე ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა სიბიგამ.

როგორც ქვეყნის მთავარი დიპლომატი აღნიშნავს, პუტინს, შეიძლება, ჰქონდეს სტიმული, ჩაერთოს შეთანხმებაში, ვინაიდან რუსეთის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები, მათ შორის მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტი და სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი სულ უფრო დაუცველი ხდება უკრაინის შორ მანძილზე დარტყმების გამო.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, კიევი ევროპას ვაშინგტონის ჩანაცვლებას არ სთხოვს. სიბიგას თქმით, ევროპის ნებისმიერმა ძალისხმევამ უნდა გააძლიეროს აშშ-ის ხელმძღვანელობით დიპლომატია და თავიდან აიცილოს კონკურენტული ტრაექტორიების შექმნა.