ანდრეი სიბიგა – უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არასოდეს შევეგუებით საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაციას
თვრამეტი წლის წინ რუსეთის ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში და მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვა ერებისა და ხალხების დამორჩილებას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სიბიგა წერს, რომ 2008 წლის აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და უწყვეტმა, მცოცავმა ანექსიამ პირდაპირ გაუხსნა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
„უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს“, რომელსაც ყველგან, სადაც კი ჩნდება, მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების დარღვევა მოაქვს.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, უზრუნველყოს მკაცრი სანქციების აღსრულება და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება. ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას და საერთაშორისო სამართლის სრულ აღდგენას“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
Eighteen years ago, Russian forces brutally invaded sovereign Georgia, violating international law as part of Moscow’s imperial policy aimed at subjugating other nations and peoples.
The 2008 aggression and occupation of Georgian land, as well as relentless creeping annexation,…
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) August 7, 2026