ანდრეი სიბიგა – უკრაინა და ყველა მოკავშირე მზად არიან ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის 12 მაისიდან 30 დღის განმავლობაში
უკრაინა მზადყოფნას გამოთქვამს 12 მაისიდან 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსეთი თუ დათანხმდება, მდგრადმა ცეცხლის შეწყვეტამ, შეიძლება, გზა გაუხსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ხუთივე ლიდერს – ვოლოდიმირ ზელენსკის, ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს, დონალდ ტუსკსა და კირ სტარმერს ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთან, რომელიც სამშვიდობო ძალისხმევაზე იყო ფოკუსირებული. უკრაინა და ყველა მოკავშირე მზად არიან ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში, დაწყებული უკვე ორშაბათიდან. რუსეთი თუ დათანხმდება და ეფექტური მონიტორინგი იქნება უზრუნველყოფილი, ცეცხლის მდგრადმა შეწყვეტამ და ნდობის აღდგენის ზომებმა, შეიძლება, გზა გაუხსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში.
Following the Coalition of the Willing meeting in Kyiv, all five leaders @ZelenskyyUa @EmmanuelMacron @bundeskanzler @donaldtusk @Keir_Starmer had a fruitful call with @POTUS focused on peace efforts.
Ukraine and all allies are ready for a full unconditional ceasefire on land,… pic.twitter.com/MEfbtjtE4m
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 10, 2025