ანდრეი სიბიგა – უკრაინა ცდილობს ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მოითხოვს ევროპის სრულ პოლიტიკურ გავლენას, რესურსებსა და უშუალო ჩართულობას

00:24, 19.09.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ლიეტუველ კოლეგასთან, კესტუტის ბუდრისთან, მოლაპარაკებები გამართა. საუბარი უკრაინის თავდაცვითი საჭიროებებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში არსებულ ცვლილებებს შეეხო.

სიბიგამ ბუდრისს მიაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების  შესახებ. ასევე ისაუბრა უკრაინის ყველაზე მწვავე თავდაცვით საჭიროებებზე.

„უკრაინა, როგორც ადრეც, ცდილობს ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. მშვიდობასთან და ევროპული უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს ევროპის სრულ პოლიტიკურ გავლენას, რესურსებსა და უშუალო ჩართულობას. ეფექტური დიპლომატია ასევე მოითხოვს რუსეთზე საკმარის ზეწოლას, რათა იგი მშვიდობისკენ წავიდეს და არა შემდგომი ესკალაციისკენ“, – აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით,  საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვითარებას შავ ზღვაში.

მინისტრებმა განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა რეგიონში რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების საპასუხოდ, საზღვაო გზების დასაცავად და შავ ზღვაში უსაფრთხო, თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.

მსგავსი