ანდრეი სიბიგა - „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხის განხილვამაც კი რუსეთი აიძულა, ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა
ანდრეი სიბიგა - „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხის განხილვამაც კი რუსეთი აიძულა, ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი აჩვენებს, რომ რუსეთი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების საკითხის განხილვამაც კი აიძულა, ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთის ერთადერთი ინსტრუმენტი უკრაინის ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ტერორია.

მისივე განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ზამთარი მათთვის სასარგებლო იარაღად იქცევა.

„სატელეფონო საუბარმა აჩვენა, თუ როგორ აიძულა პუტინი „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხის განხილვამაც კი ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა. დასკვნა ისაა, რომ ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით სვლა უნდა გავაგრძელოთ. ძალას მშვიდობისთვის იმპულსის შექმნა შეუძლია. რუსებს არანაირი სტრატეგიული ინიციატივა აღარ გააჩნიათ. მათი ერთადერთი ინსტრუმენტი ჩვენი ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ტერორი და იმის იმედია, რომ ზამთარი, შესაძლოა, მათ სასარგებლოდ მომუშავე იარაღად იქცეს. ამიტომ არის ასე საჭირო მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება. ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინს ილუზიები არ ჰქონდეს და ომის დასრულება მოუწევს. საკმარისმა ძალამ და მონდომებამ, შესაძლოა, მშვიდობა ევროპაში მოიტანოს, ისევე როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში მოხდა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.