ანდრეი სიბიგა - რუსული მანიპულაციები პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმაზე შეთხზულია ერთი მიზნით, თავდასხმებისთვის საბაბის შექმნა, სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრა
ანდრეი სიბიგა - რუსული მანიპულაციები პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმაზე შეთხზულია ერთი მიზნით, თავდასხმებისთვის საბაბის შექმნა, სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უარყო რუსეთის ბრალდებები ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ.

„რუსული მანიპულაციები პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ შეთხზულია მხოლოდ ერთი მიზნით: საბაბის შექმნა და ყალბი გამართლება რუსეთის შემდგომი თავდასხმებისთვის უკრაინის წინააღმდეგ, ასევე სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრა და ხელშეშლა“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არის რუსული ტაქტიკა: „მეორე მხარის დადანაშაულება იმაში, რასაც თვითონ აკეთებს ან გეგმავს“.

„რუსეთმა უკვე დაარტყა უკრაინის მთავრობის შენობას მიმდინარე წელს. უკრაინა ურტყამს მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე – რუსული დარტყმების საპასუხოდ უკრაინაზე. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც იცავს საკუთარ თავს გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნავს ანდრეი სიბიგა.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 28-29 დეკემბერს კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსულმა მხარემ ყველა დრონი გაანადგურა.