ანდრეი სიბიგა - რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ძირეული მიზეზია უკრაინის არსებობის უფლების უარყოფა, ერის გენოციდი, რასაც რუსები უჭერენ მხარს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის „ძირეული მიზეზები“ რუსეთს ეხება.
სიბიგამ აღნიშნა, რომ მიმდინარე ომის ძირეული მიზეზებია „პუტინის მიერ უკრაინის არსებობის უფლების უარყოფა და მისი სურვილი. გაანადგუროს უკრაინელი ერი – გენოციდური მიზანი, რომელსაც რუსები უჭერენ მხარს“.
„სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა ეს ომი, ჩადის სისასტიკეებს და ცდილობს, ძალით შეცვალოს საზღვრები. მოდით, აღმოვფხვრათ ძირეული მიზეზები“, – წერს ანდრეი სიბიგა.
რუსეთმა გაერო-ს რეზოლუციის პროექტში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავთან, აშშ-ის ცვლილების შეტანა შესთავაზა და ფრაზის დამატება: „მათ შორის, მისი ძირეული მიზეზების გადაჭრით“.