ანდრეი სიბიგა - აშშ-ის წინადადებებზე რუსეთის ერთადერთი პასუხი არის უკრაინის მიმართულებით მეტი რაკეტის, დრონისა და ბომბის გაშვება, მოსკოვზე მეტი ზეწოლის დროა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიერ უკრაინაზე მასობრივ იერიშებს ეხმაურება.
ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა, რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს.
„რუსეთის კიდევ ერთი მასობრივი საჰაერო თავდასხმა უკრაინის მასშტაბით. ბალისტიკური რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებზე, რაკეტები და დრონები მრავალ რეგიონში და საავიაციო ბომბი კუპიანსკში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც სამოქალაქო პირები დაშავდნენ. ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებებზე რუსეთის ერთადერთი პასუხი არის უკრაინის და ხალხის მიმართულებით მეტი რაკეტის, დრონისა და ბომბის გაშვება. დროა მოსკოვზე მეტი ზეწოლისთვის“, – წერს სიბიგა.