ანდრეი სიბიგა – რუსეთის აგრესორად არმოხსენიება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის აგრესორია
რუსეთის აგრესორად არმოხსენიება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის აგრესორია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის – 267 დრონი გაუშვა, რომლებიც გამიზნული იყო მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმართ.
„ეს აჩვენებს, რომ რუსეთის აგრესორად არმოხსენიება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის აგრესორია. არავინ უნდა ენდოს პუტინის სიტყვებს. ამის ნაცვლად, შეხედეთ მის ქმედებებს“, – აღნიშნა სიბიგამ.
შეგახსენებთ, „ესოშიეთიდ პრესმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და ევროპა გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებულ რეზოლუციებს წარადგენენ. „ვაშინგტონ პოსტმა“ კი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევს სთხოვდა, უარი ეთქვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას და რომელშიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნაზე იყო საუბარი.
This night, Russia launched a record 267 deadly drones at Ukraine, targeting civilians and critical infrastructure. This demonstrates that avoiding calling Russia an aggressor does not change the fact that it is one. No one should trust Putin’s words. Look at his actions instead.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) February 23, 2025