ანდრეი სიბიგა - რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის საკუთარ ელექტროქსელთან დასაკავშირებლად ემზადება
ანდრეი სიბიგა - რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის საკუთარ ელექტროქსელთან დასაკავშირებლად ემზადება

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის საკუთარ ელექტროქსელთან დასაკავშირებლად ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიბიგამ აღნიშნა, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია განზრახ გაუთიშა.

„რუსეთმა განზრახ გაუთიშა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია. ეს იყო ხელით გათიშვა, რომელიც სატესტო რეჟიმში განხორციელდა. რუსეთი ემზადება ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთარ ელექტროქსელთან დასაკავშირებლად.

რუსეთის შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო საშიში იქნება, ოკუპირებული რეაქტორის ხელახლა ჩართვა – სათანადო გაგრილების გარეშე, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, ზედამხედველობის მიღმა. ეს დაუფიქრებელი ნაბიჯია მხოლოდ და მხოლოდ პუტინის კონტროლის დემონსტრირებისთვის. რუსეთის ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებები ზრდის ბირთვული ინციდენტების რისკს. რუსეთის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება არა მხოლოდ სასიკვდილო რისკია, არამედ კატასტროფისკენაც ამზადებს გზას. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ბოლოდროინდელმა გათიშვამ, რომელიც რუსეთის მიერ ქვესადგურზე დარტყმის შედეგად მოხდა, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ იყენებს მოსკოვი ბირთვულ უსაფრთხოებას იარაღად“, – წერს ანდრეი სიბიგა.