ანდრეი სიბიგა – რუს დიპლომატებს ევროპაში თავისუფლად გადაადგილება არ უნდა შეეძლოთ, მხოლოდ მკაცრ ზეწოლას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, რუს დიპლომატებს ევროპის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილება არ უნდა შეეძლოთ.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, რუსეთის მიერ ევროპაზე თავდასხმები მხოლოდ ჰიბრიდული აღარ არის.
„რუს დიპლომატებს ევროპაში თავისუფლად გადაადგილება არ უნდა შეეძლოთ. რუსეთის თავდასხმები ევროპაზე აღარ არის მხოლოდ ჰიბრიდული. ის ინტენსივობითა და მასშტაბით იზრდება. ეს მოითხოვს სასწრაფო ზომებს. მხოლოდ მკაცრ ზეწოლას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი“, – წერს ანდრეი სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპის დასაცავად საჭიროა, ევროპის კარი რუსებისთვის ისე ჩაიკეტოს, როგორც ეს ეროვნულ დონეზე ესტონეთმა გააკეთა.
„რუს მებრძოლებსა და მათი ოჯახების წევრებს ევროკავშირში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ რეალური შესვლის აკრძალვები რაც შეიძლება მალე გვჭირდება“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.
უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ყველა რუსმა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ დამპყრობელ არმიასთან კონტრაქტის გაფორმებით ასევე ხელს აწერს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში შესვლის აკრძალვას.
To protect Europe, close the European door to Russians now.
Russian combatants and their family members should not be allowed to enter the EU. We need real entry bans as soon as possible.
Similar steps have already been taken at the national level, including in Estonia. They are feasible and they work.
An EU-wide move would be especially timely now, as Putin is grabbing new cannon fodder off the streets. Every Russian man recruited to fight against Ukraine should know: by signing a contract with the invading army, he is also signing a ban on entering Europe and the rest of the world.
Non-essential visas for Russian nationals must be restricted to the maximum extent across all European states. This is a matter of national security for every European country.
Russian diplomats should also not be able to move freely across Europe. Russia’s attacks on Europe are no longer merely hybrid. They are growing in intensity and scale. This demands urgent action. Only tough pressure can stop Putin.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) October 18, 2026