ანდრეი სიბიგა – პუტინის სიკვდილის ქარხნის დაფინანსება ახლავე უნდა შეწყდეს, ჩვენი პარტნიორების ინტერესშია, რაც შეიძლება მალე დავარტყათ მას ახალი მკაცრი სანქციებით
რუსეთის მიერ უკრაინაზე კიდევ ერთი მასირებული იერიშის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ევროკავშირსა და აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთი აგრძელებს ტერორის ესკალაციას ასობით დრონისა და რაკეტის კიდევ ერთი ტალღით, რაც აზიანებს საცხოვრებელ უბნებს, კლავს და აზიანებს მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური ტერორის მასშტაბები აჩვენებს მოსკოვისთვის ნავთობის შემოსავლების ჩამორთმევის აუცილებლობას, რასაც ის ომის დანაშაულებად აქცევს. რუსეთის საომარი მანქანა დღეში ტერორის ასობით საშუალებას აწარმოებს. მისი მასშტაბები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას. ჩვენი პარტნიორების ინტერესშია, რაც შეიძლება მალე დავარტყათ ამ ტერორის ქარხანას ახალი მკაცრი სანქციებით: ევროკავშირის მე-18 პაკეტითა და გრეჰემ-ბლუმენტალის კანონპროექტით. პუტინის სიკვდილის ქარხნის დაფინანსება ახლავე უნდა შეწყდეს“, – წერს სიბიგა.
Russia continues to escalate its terror, launching another barrage of hundreds of drones and missiles, damaging residential areas, killing and injuring civilians.
Western cities of Chernivtsi, Lviv, and Lutsk suffered a particularly horrible attack, other regions were also hit.… pic.twitter.com/hLJFe03xqL
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) July 12, 2025