ანდრეი სიბიგა – პუტინის შეთავაზება უკრაინის პრეზიდენტთან მოსკოვში შეხვედრის თაობაზე სამშვიდობო პროცესისადმი რუსეთის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და მიუღებელია
ვლადიმერ პუტინის შეთავაზება უკრაინის პრეზიდენტთან მოსკოვში შეხვედრის თაობაზე სამშვიდობო პროცესისადმი რუსეთის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გააკეთა და შეთავაზებას „მიუღებელი“ უწოდა.
„რუსეთ-უკრაინის სამიტის მასპინძლობისთვის, სულ მცირე, შვიდი ქვეყანაა მზად. ეს სერიოზული წინადადებებია და ასეთი შეხვედრებისთვის პრეზიდენტი ზელენსკი ნებისმიერ დროს მზადაა. თუმცა პუტინი ყველასთან თამაშს აგრძელებს და მიუღებელ განცხადებებს აკეთებს“, – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს მხოლოდ გაზრდილი ზეწოლა თუ აიძულებს, სამშვიდობო პროცესს უფრო სერიოზულად მოეკიდოს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს. შეხვედრისთვის მზადყოფნა მან პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობის შესახებ მას აშშ-ის პრეზიდენტმა ჰკითხა.
Right now, at least seven countries are ready to host a meeting between leaders of Ukraine and Russia to bring an end to the war. Austria, the Holy See, Switzerland, Türkiye, and three Gulf states.
These are serious proposals and President Zelenskyy is ready for such a meeting… pic.twitter.com/b19VquSEFU
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) September 3, 2025