ანდრეი სიბიგა - პუტინი უკრაინის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას სასტიკი დარტყმებით პასუხობს, ის დასცინის აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას
ანდრეი სიბიგა - პუტინი უკრაინის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას სასტიკი დარტყმებით პასუხობს, ის დასცინის აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას

პუტინი შეგნებულად დასცინის აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.

„პუტინი უკრაინის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის 30 დღით ან უფრო ხანგრძლივად შეწყვეტის შესახებ უპირობო წინადადებას ასეთი სასტიკი დარტყმებით პასუხობს. ის შეგნებულად დასცინის აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება.

„ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ არის მიუღებელი ნაციზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღნიშვნა პუტინის რუსეთთან ერთად. ისინი არ არიან „განმათავისუფლებლები“, არამედ არიან სამხედრო დამნაშავეები“, – თქვა ანდრეი სიბიგამ.

შეგახსენებთ, რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა, მათ შორის, ოთხი მცირეწლოვანი ბავშვია.