ანდრეი სიბიგა - პუტინი ამას განზრახ აკეთებს „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს, ის უგზავნის უპატივცემულობის სიგნალს შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორებს, რომლებმაც მკვლელობების დასრულებისკენ მოუწოდეს
პუტინი ამას განზრახ აკეთებს სწორედ „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს. ის უგზავნის უპატივცემულობის სიგნალს შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორებს, რომლებმაც მკვლელობების დასრულებისკენ მოუწოდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
სიბიგას თქმით, ასობით დრონი და რაკეტა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა კიევი.
„პუტინი ამას განზრახ აკეთებს სწორედ „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს. ის უგზავნის სიგნალს შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორებს, რომლებმაც მკვლელობების დასრულებისკენ მოუწოდეს. რუსეთი არა მხოლოდ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას ან ლიდერების შეხვედრას გადაწყვეტილებების მოსაძებნად და ომის დასასრულებლად, არამედ ის ცინიკურად ურტყამს უკრაინის დედაქალაქს, თითქოს დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს ეძებდეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.