ანდრეი სიბიგა - ნატო-ში გაწევრიანების მიზნით უკრაინამ მუშაობა უნდა განაგრძოს მაშინაც, თუ ქვეყანა ალიანში გაწევრიანების მიწვევას ახლა არ მიიღებს
ანდრეი სიბიგა - ნატო-ში გაწევრიანების მიზნით უკრაინამ მუშაობა უნდა განაგრძოს მაშინაც, თუ ქვეყანა ალიანში გაწევრიანების მიწვევას ახლა არ მიიღებს

ნატო-ში გაწევრიანების მიზნით უკრაინამ მუშაობა უნდა განაგრძოს მაშინაც, თუ ქვეყანა ალიანში გაწევრიანების მიწვევას ახლა არ მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს უკრაინამ იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მიწვევას, სიბიგამ განაცხადა, რომ აუცილებელია სამუშაოს შესრულება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების უზრუნველყოფას.

„იცით, როცა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მივდიოდი, მე და ჩემმა გუნდმა ავიღეთ ბუდაპეშტის მემორანდუმის ტექსტი. მან ვერ შეძლო ჩვენი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, ვერ უზრუნველყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამიტომ ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. უკრაინის ერთადერთი ეფექტური გარანტია ნატო-ში გაწევრიანებაა“, – განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეებს უკრაინის მიწვევა დღის წესრიგიდან არ ამოუღიათ.