ანდრეი სიბიგა – მხოლოდ ძალა მიუჩენს მოსკოვს თავის ადგილს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, მოსკოვს თავის ადგილს მხოლოდ ძალა მიუჩენს.
სიბიგამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას რუსეთისთვის სანქციების შესახებ აქტის მიღებისკენ მოუწოდა.
უკრაინელმა დიპლომატმა განცხადებაში რუსების მიერ კიევში „კოკა-კოლის“ ქარხანაზე მიტანილ იერიშზეც დაწერა.
„რუსეთის მიერ კიევის რეგიონში „კოკა-კოლის“ ქარხანაზე დარტყმა ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. ეს არის მორიგი გამიზნული თავდასხმა და რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებას და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას. მხოლოდ ძალა მიუჩენს მოსკოვს თავის ადგილს. ამ სულისკვეთებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მიიღოს სანქციების შესახებ კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ“, – დაწერა სიბიგამ.