ანდრეი სიბიგა მიესალმება აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების შემოღებას, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რამდენიმე კანონპროექტის დამტკიცებას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მიესალმება აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების შემოღებას, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რამდენიმე კანონპროექტის დამტკიცებას.
ამის შესახებ ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„აშშ გადამწყვეტ ზომებს იღებს, რათა რუსეთი აიძულოს, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული სასტიკი ომი. ჩვენ მივესალმებით ძლიერ ენერგეტიკულ სანქციებს და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტებს: „რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება“, „ეკონომიკური კეთილდღეობისა და შესაძლებლობების აღდგენის (REPO) აქტი“ და „ჩინეთისა და რუსეთის შეჩერების აქტი“. ეს ნაბიჯები აჩვენებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ძლიერ ლიდერობას, ასევე აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას. რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას და მისი საომარი მანქანის დაფინანსების წყაროების შეწყვეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მოახლოებისთვის“, – წერს ანდრეი სიბიგა.
The United States is taking decisive action to force Russia to end its brutal war of aggression against Ukraine.
We welcome the powerful energy sanctions and the bills approved by the Senate Foreign Relations Committee: Designate Russia as a State Sponsor of Terrorism, REPO…
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) October 23, 2025