ანდრეი სიბიგა – მარკო რუბიოსთან შეხვედრისას დავადასტურე, რომ უკრაინა დაინტერესებულია წიაღისეულის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის განვითარებით

00:46, 04.04.2025

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა.

შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მან დაადასტურა უკრაინის მტკიცე ერთგულება სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ .

„უკრაინა მოწოდებულია მშვიდობისკენ და გადადგა კონკრეტული უპირობო ნაბიჯები მის მისაღწევად, მაშინ როცა რუსეთი ისევ ფეხს ითრევს. ჩემს კოლეგას მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ ენერგეტიკული ზავის ბოლოდროინდელი დარღვევების შესახებ“, – აღნიშნა სიბიგამ.

გარდა ამისა, ანდრეი სიბიგამ მარკო რუბიოსთან საუბრისას დაადასტურა, რომ უკრაინა დაინტერესებულია „აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო საინვესტიციო თანამშრომლობითა და წიაღისეულის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის განვითარებით“.

 

 

მსგავსი