ანდრეი სიბიგა – კიტ კელოგთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას ძალის მეშვეობით, უკრაინის უსაფრთხოება და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება განუყოფელია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კიევში მყოფ უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კეიტ კელოგთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სიბიგა აცხადებს, კელოგთან მისი საუბარი ეხებოდა „გზებს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ“.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას ძალის მეშვეობით და გამოვკვეთე ჩვენი ხედვა საჭირო ნაბიჯების შესახებ. მე ასევე გავიმეორე, რომ უკრაინის უსაფრთხოება და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება განუყოფელია“, – წერს ანდრეი სიბიგა.
ცნობისთვის, 19 თებერვალს უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კეიტ კელოგი ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ჩავიდა კიევში.
I met with @SPE_Kellogg to discuss ways toward a comprehensive, just, and lasting peace. I affirmed Ukraine’s willingness to achieve peace through strength and our vision for the necessary steps. I also reiterated that the security of Ukraine and the transatlantic is indivisible. pic.twitter.com/UFngG883KQ
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) February 20, 2025