ანდრეი სიბიგა - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ყველაზე სასტიკი ბარბაროსების სიაში
ანდრეი სიბიგა - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ყველაზე სასტიკი ბარბაროსების სიაში

კიევ-პეჩერის ლავრაზე, ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს წმინდა ადგილზე დარტყმით, პუტინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ყველაზე სასტიკი ბარბაროსების სიაში. ის საუკუნეების განმავლობაში უნდა იყოს წყეული. ის ამ ომს წააგებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

სიბიგას თქმით, კიევ-პეჩერის ლავრა ქვეყნის ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.

„ახლა საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით უკვე გადააჭარბეს ISIS-ს. მხოლოდ რუს ნაძირალებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ, განზრახ დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა – იუნესკო-ს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ჩვენ სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკო-ს ფარგლებში და სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, რათა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივი და შესაბამისი რეაგირება ამ სახელმწიფოებრივი ბარბაროსობის წინააღმდეგ. ველოდებით საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ქვეყნების დედაქალაქებისგან მკაცრ რეაქციას. არანაირი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. ახლა საჭიროა მოქმედება, რათა შეჩერდეს რუსული ბარბაროსობა“, – წერს სიბიგა.