ანდრეი სიბიგა – გაუბედაობა აგრესორისთვის არასწორ სიგნალს აგზავნის, ის მხოლოდ ომს ახანგრძლივებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილის შეჩერებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ რუსები მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, ეს ომის დასასრულებლად ეფექტურ ზეწოლას არ ნიშნავს.
„გაუბედაობა აგრესორისთვის არასწორ სიგნალს აგზავნის. ის მხოლოდ ომს ახანგრძლივებს. ლინდსი გრეჰემმა ეს კარგად გაიგო“, – წერს ანდრეი სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ ნებისმიერ მოწოდებას უგულებელყოფს.
სიბიგას თქმით, კრემლი ზეწოლის მუქარას ან გადადებული გადაწყვეტილებების მიღებას პატივს არ სცემს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა.
If Russians are cheering yesterday’s decisions in the US, it is certainly not about effective pressure to end the war.
Indecisiveness sends the wrong signal to the aggressor. It only prolongs the war. Lindsey Graham understood this well.
One lesson on dealing with Russia should have been clear long ago: any meaningful conversation with the Russians begins with real pressure and strength.
They will ignore any calls for peace paired with indecisiveness. They do not respect threats of pressure or delayed decisions. They simply don’t take them seriously.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) October 17, 2026