ანდრეი სიბიგა - დნიპროზე რუსეთის დარტყმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე პუტინის პასუხია
ანდრეი სიბიგა - დნიპროზე რუსეთის დარტყმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე პუტინის პასუხია

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის დარტყმა არის პუტინის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე,-  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.

„დნიპროზე დრონებით რუსეთის დარტყმის შედეგად მოკლულია ოთხი და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. თავდასხმა ისევ დასახლებულ რაიონებზე განხორციელდა. ეს არის პუტინის პაუსხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე – მეტი სამხედრო დანაშაული და თავდასხმა მოქალაქეებზე“, – წერს ანდრეი სიბიგა და დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 21 ადამიანი.